Passo 147: Angels live at the peak of youthful life forever

     

Studia questo passo

Question to Consider:

What age do you tend to picture as the perfect age? How would you tend to picture the appearance of angels?


სამოთხე და ჯოჯოხეთი #414

Vedi informazioni bibliografiche
Da Emanuel Swedenborg

414. სასუფეველში მცხოვრებნი მუდმივად უახლოვდებიან ცხოვრების საგაზაფხულო დროს და რაც მეტი ათასწლეული ცხოვრობენ, უფრო მეტი სიამოვნება და ბედნიერებაა იმ გარეგან მდგომარეობაში, რომელსაც ისინი აღწევენ; და ეს გრძელდება საუკუნოდ მუდმივი ზრდით სიყვარულის, სიკეთის და რწმენის ხარისხის წარმატების მიხედვით. მდედრობითი სქესის არსებები, რომლებიც ძალიან მოხუცები გარდაიცვალნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ უფლის რწმენით, მოყვასის მიმართ ქველმოქმედებით და ბედნიერი ცოლ-ქმრული სიყვარულით, უბრუნდებიან ახალგაზდობის დროს და აღწევენ სილამაზეს, რომელიც აღემატება სილამაზეზე ყველანაირ წარმოდგენას, რომელიც კი შეიძლება თვალით აღიქვა. სიკეთე და ქველმოქმედება აძლევთ მათ ამ სილამაზეს, გამოისახებიან მათში, როგორც თავის მსგავსში, რის გამოც ქველმოქმედების სიამოვნება და სილამაზე აშუქებს მათი სახის ნაკვთში ისე, რომ თითქოსდა ისინი თვითონვე ხდებიან თავიანთი ქველმოქმედების ხატება; ზოგიერთმა სულმა ნახა ასეთი ანგელოზი ქალები და განცვიფრდნენ. ქველმოქმედების ხატება, ცოცხლად დანახული სასუფეველში ისეთია, რომ თვით ქველმოქმედება აძლევს მას სიცოცხლეს და თვითონვე აისახება მასში და იქამდე, რომ ანგელოზი და განსაკუთრებით მისი სახე ხდება თითქოსდა ქველმოქმედება, რომელიც მასში ნათლად სჩნას და ნათლად გაიგება. ეს სახე როდესაც მას უმზერენ, წარმოდგება უთქმელი სილამაზით და აღწევს ქველმოქმედებით სულის სიცოცხლის ყველაზე შინაგან საწყისში; ერთი სიტყვით ზეცაში დაბერება ნიშნავს გაახალგაზრდავებას. ისინი ვინც ცხოვრობენ უფლის სიყვარულით და მოყვასის ქველმოქმედებით იმქვეყნად ხდებიან ასეთი სილამაზის ხატები. ყველა ანგელოზი უთვალავი მრავალფეროვნებით ჩნდებიან ასეთი სახით და მათგანვე ყალიბდება სასუფეველი.