ნაბიჯი 129: The Lord's presence in heaven is like the light and warmth of the sun (continued)

     

შეისწავლეთ ეს პასაჟი.

სამოთხე და ჯოჯოხეთი # 123

იხილეთ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია
By ემანუელ შვედენბორგი

123. იმდენად რამდენადაც უფალი ზეცაში გვევლინება როგორც მზე ღვთაებრივი სიყვარულით რომელიც იმყოფება მასში და მოედინება მისგან, ამიტომ ზეცის ყველა მკვიდრი მუდმივად მიმართავს მას: ზეცის სამეფოს ყველა მკვიდრი მიმართავ მას როგორც მზეს, ხოლო სულიერ სამეფოში მყოფნი მიმართავენ მას როგორც მთვარეს; ჯოჯოხეთის მკვიდრნი კი ბრუნდებიან უმეცრებასა და წყვდიადში ესეიგი საწინააღმდეგო მხარეს და ამიტომ უფლის ზურგში. ეს ხდება იმიტომ რომ ჯოჯოხეთის ყველა მკვიდრი ცხოვრობს თავკერძობით მაშასადამე უფლის საწინააღმდეგოდ. წყვდიადისკენ მიბრუნებულნი, რომელიც მათ აქაური მზის მაგივრობას უწევს, იმყოფებიან ჯოჯოხეთში ზურგის მხარეს და იწოდებიან გენიებად, ხოლო სიბნელისკენ მიბრუნებულნი, რომელიც მათ მთვარის მაგივრობას უწევს, არიან ჯოჯოხეთში წინა მხრიდან და იწოდებიან სულებად. ამის საფუძველზე ამბობენ ჯოჯოხეთის მკვიდრთა შესახებ რომ ისინი არიან სიბნელეში, ხოლო ზეცის ბინადარნი არიან სინათლეში. სიბნელე აღნიშნავს სიცრუეს, რომელიც სათავეს ბოროტებიდან იღებს, ხოლო სინათლე – სიკეთიდან წამოსულ ჭეშმარიტებას. ყველანი ასე იმიტომ იქცევიან რომ იმქვეყნად ყველა იმას უმზერს, რაც მეფობს მის შინაგანში და რომ ანგელოზის ან სულის სახე ყალიბდება მისი შინაგანი საწყისის მიხედვით. და კიდევ ამიტომ იმქვეყნად სინათლის მხარეები ერთხელ და სამუდამოდ არ არის განსაზღვრული როგორც ბუნებრივ სამყაროში მაგრამ განისაზღვრება იმქვეყნის მკვიდრთა პიროვნების მიხედვით. ასეთნაირადვე იქცევა ადამიანი თავის სულთან მიმართებაში: თავკერძობით და ცხოვრების სიყვარულით მცხოვრები უფლისკენ ზურგითაა ხოლო უფლის და მოყვასის სიყვარულით მცხოვრებნი ღმერთისკენ სახითაა. მაგრამ ადამიანმა ეს არ იცის, იმიტომ რომ ის ბუნებრივ სამყაროშI ცხოვრობს, რომელშიც სინათლის მხარეები მზის ამოსვლით და ჩასვლით განისაზღვრება. რადგანაც ეს ყველაფერი ადამიანისათვის ძნელი გასაგებია ეს განმარტებული იქნება შემდეგ თავებში: სინათლის მხარეების შესახებ, ზეცაში სივრცისა და დროის შესახებ.