Question to Consider:
What might we do to progress through these stages while we are still in this world?
What might we do to progress through these stages while we are still in this world?
491. ადამიანის სიკვდილის შემდგომი პირველი მდგომარეობის შესაღებ.ადამიანმა, ზეცაში ან ქვესკნელში გადასვლამდე თავისი სიკვდილის შემდეგ, უნდა გაიაროს სამი მდგომარეობა:პირველი_მისი გარეგნობის მდგომარეობა ანუ გარეგნობა;მეორე_მისი შინაგანის მდგომარეობა ანუ შინაგანი;მესამე_განსამზადებელი.ამ სამ მდგომარეობას ადამიანი გაივლის სულთა სამყაროში.ზოგიერთები, სხვათა შორის, არ გადიან ამ მდგომარეობებს, პირდაპირ ან ამაღლდებიან ზეცაში ან ჩაინთქმებიან ჯოჯოხეთში.პირდაპირ ზეცაში ამაღლდებიან სულები განახლებულები, მომზადებულები ზეცისთვის ჯერ კიდევ დედამიწაზე.ვინც მანამდე განახლდა და მოემზადა რომ მხოლოდ საჭიროებს მხოლოდ სხეულის და ბუნებრივი სიბინძურის მოცილებას, ისინი პირდაპირ ანგელოზებად აიზიდებიან ზეცაში;მე ვნახე პირდაპირ ზეცაში ამაღლებულები მათი გარდაცვალებიდან ერთი საათის შემდეგ.ადამიანები შინაგანად ცბიერები, ხოლო გარეგნულად კეთილები ერთი რამისთვის, ე.ი. კვებავს თავის ბოროტებას მზაკვრობით და ამისთვის ეფარება კეთილისმყოფელის ნიღაბს, როგორც მოტყუების საშუალებას, გარდაცვალებისთანავე ჩაინთქმება ჯოჯოხეთში.მე ვნახე ასეთი ადამიანები, სიკვდილისთანავე ჯოჯოხეთში ჩაგდებულნი და სხვათა შორის ერთი ყველაზე ვერაგი და მზაკვარი, მფრინავი იქითკენ კისრისტეხით;სხვები ცვიოდნენ სხვაგავარად მდგომარეობის შესაბამისად.ზოგიერთი მაშინვე შეიყვანება გამოქვაბულებში და გამოიყოფიან სულთა სამყაროდან, ისინი მონაცვლეობით გამოიყვანებიან იქედან და ისევ შეიყვანებიან ჩაკეტილ სივრცეში.ეს ის ადამიანები არიან, ვინც ბოროტად სდევნიდნენ სხვებს მოქალაქეობრივი საბაბით.მაგრამ, საერთოდ ძალიან ცოტანი მიდიან ამის მსგავსად პირდაპირ, უმრავლესობა სულებისა ყოვნდებიან სულთა სამყაროში და იქ უფლის კანონების მიხედვით ხდება მათი მომზადება ზეცისთვის ანდა ჯოჯოხეთისთვის.