ნაბიჯი 159: How is there a balance between the power of heaven and that of hell?

     

შეისწავლეთ ეს პასაჟი.

Question to Consider:

Traditionally many Christians have tended to picture the power of evil as being greater than that of good. What might be the basis for this idea? What effect does it have on a person's thoughts, words and actions?


სამოთხე და ჯოჯოხეთი # 537

იხილეთ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია
By ემანუელ შვედენბორგი

537.თავდაპირველად რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი წონასწორობის შესახებ.ცნობილია , რომ როდესაც ორი საწყისი ურთიერთქმედებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და მოქმედება და წინააღდეგობა ერთმანეთის ტოლია, მაშინ ორივე ძალა თავიანთი ტოლობის გამო, ნადგურდება და მაშინ ორივე მათგანს შეუძლია იყოს მოძრავი მესამე ძალის მეშვეობით, რადგანაც ორი საწყისი თანაბარი ურთიერთწინააღმდეგობის გამო კარგავს ყველანაირ ძალას, მაშინ მესამე საწყისი აკეთებს ყველაფერს და ისე ადვილად, თითქოს არანაირი წინააღმდეგობა არც არსებობდეს.ასეთია წონასწორობა ჯოჯოხეთსა და სასუფეველს შორის, თუმცაღა ეს ასეთი წონასწორობა არ არის,

როგორც ორ არსებას შორის, რომელთაც ერთნაირი ძალა გააჩნიათ, არამედ წონასწორობა სულიერია, ე.ი. სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის, ბოროტებასა და სიკეთეს შორის:ჯოჯოხეთი მუდმივად იკვებება იმ სიცრუით, რომელიც მოდის ბოროტებიდან, სასუფეველი კი იკვებება მუდმივად ჭეშმარიტებით, რომელიც სიკეთიდან მოდის.ამის გამო ადამიანი სულიერი წონასწორობით მდგომარეობს აზროვნების და ნების თავისუფლებაში, რადგანაც ყველაფერი რასაც ადამიანი ფიქრობს და ნებავს ეხება ან ბოროტებას და ამიტომაც სიცრუეს, ანდა სიკეთეს და ამიტომაც ჭეშმარიტებას.მაშასადამე, როდესაც ის წონასწორობაშია, ის თავისუფალია ან დაუშვას და მიიღოს ბოროტება, და ამიტომ ჯოჯოხეთიდან წამოსული სიცრუეც, ანდა დაუშვას და მიიღოს სიკეთე და ამიტომაც სასუფევლიდან წამოსული ჭეშმარიტებაც.ყველა ადამიანი უფლის მიერ იმყოფება ამ წონასწორობაში, იმიტომ რომ უფალი მართავს სამოთხესაცდა ჯოჯოხეთსაც.მაგრამ რისთვის იმყოფება ადამიანი წონასწორობის საშუალებით თავისუფლებაში და რატომ არ ერთმევა მას უფლის ყოვლისშემძლეობით ბოროტება და სიცრუე და არ რჩება მხოლოდ სიკეთე და ჭეშმარიტება_ეს იქნება ნათქვამი ქვემოთ სადაც საჭიროა.