ნაბიჯი 75: In a state of evil, goodness seems like slavery and evil like freedom

     

შეისწავლეთ ეს პასაჟი.

Question to Consider:

This paragraph can give us pause next time we are feeling indignant about having our "freedom" restricted. Does this paragraph leave you feeling somewhat unsure about whether you know what is genuinely good and evil?


ანგელოზთა სიბრძნე ღვთიური სიყვარულის და ღვთიური სიბრძნის შესახებ # 271

იხილეთ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია
By ემანუელ შვედენბორგი

271. ბოროტება და სიყალბე ყველაფერში სიკეთის და ჭეშმარიტების საპირისპიროა;ვინაიდან ბოროდა სიყალბე შეადგენენ ეშმაკისეულს და ჯოჯოხეთურს, ხოლო სიკეთე და ჭეშმარიტება შეადგენენ ღვთაებრივს და ზეციურს. ბოროტება და სიკეთე, რომ ერთმანეთის საპირისპიროა, ზუსტად ასევე ბოროტების სიყალბე და სიკეთის ჭეშმარიტება, ამას აღიარებს ყველა, როგორც კი ამას მოისმენს; მაგრამ ისინი, ვინც იმყოფებიან ბოროტებაში გრძნობენ და აღიქვავენ გძნობების საშუალებით მხოლოდ ისე, რომ ბოროტება მათთვის არის სიკეთე, რადგანაც ბოროტება სიამოვნებაა მათი გრძნობებისათვის, განსაკუთრებით მხედველობისთვის და სმენისთვის, მათი საშუალებით აზრებისთვის და ასეთნაირად მათი შეგნებისთვის, თუმცა ისინი კი აღიარებენ, რომ ბოროტი და კეთილი ერთმანეთის საპირისპიროა, მაგრამ ამასთანავე, როცა ისინი არიან ბოროტებაში, ბოროტების სიამოვნებისაგან ისინი ამბობენ, რომ ბოროტება არის სიკეთე და პირიქით. ასე მაგალითად, ვინც ბოროტად იყენებს თავის თავისულებას, იმისათვის, რომ გააბუნდოვნოს და აკეთოს ბოროტება, ის ამას ეძახის თავისუფლებას; მისა საპირისპიროს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იფიქროს სიკეთეზე, რომელ;იც არის თავისთავად სიკეთე, უწოდებს მონობას; მაშინ როდესაც მხოლოდ ეს შეადგენს ჭეშმარიტ თავისუფლებას, ხოლო ამის საპირისპირო წარმოადგენს მონობას. ვისაც უყვარს მრუშობა, ის მრუშობას თავისუფლებას ეძახის, ხოლო სიმრუშის დაუშვებლობას მონობას; ვინაიდან ავხორცობაში ის გრძნობს სიამოვნებას, ხოლო კეთილგინიერება მისთვის უსიამოვნოა. ვინც იმყოფება თავის თავის გაბატონებულ სიყვარულში, ის ამ სიყვარულში გრძნობს სიცოცხლის სიამოვნებას, რომელიც აღემატება ყველა სხვა სიამოვნებას და აქედანაა, რომ ყველაფერს, რაც ეკუთვნის ამ სიყვარულს, უწოდებს სიკეთეს, ხოლო ყველაფერს მის საწინააღმდეგოს აცხადებს ბოროტებად, მაშინ, როცა ეს ყველაფერი პირიქითაა. იგივე უნდა ითქვას ყველა სხვა ბოროტებაზეც;და ამიტომაც, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ბოროტება და სიკეთე ერთმანეთის საწინააღმდეგოა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ყველა ისინი, ვინც იმყოფებიან ბოროტებაში, გააჩნიათ საპირისპირო აზრი ამ დაპირისპირების შესახებ, ხოლო სწორი აზრი გააჩნიათ მხოლოდ მათ, ვინც იმყოფებიან სიკეთეში; ვინაიდან არავის, ვინც კი იმყოფება ბოროტებაში არ შეუძლია სიკეთის დანახვა; მაგრამ ვინც იმყოფება სიკეთეში, მას შეუძლია ბოროტების დანახვა; ბოროტება იმყოფება დაბლა, თითქოსდა ქვაბულში, სიკეთე კი იმყოფება ზევით, თითქოსდა მთაზე.