179. იმიტომ რომ მოვლენის განჭვრეტა ართმევს ადამიანურობას, რომელიც იმაშია რომ იმოქმედოს თავისუფლად გონებით, ამიტომაც არავის აქვს მიცემული მომავლის ცოდნა, მაგრამ ყველასათვის ნებადართულია გააკეთოს დასკვნა გონებით მომავალი მოვლენების შესახებ, რის გამოც გონება, ყველაფერი მისი კუთვნილით თავის სიცოცხლეშია: აქედანაა რომ ადამიანმა არ იცის სიკვდილის შედეგ თავისი ხვედრის შესახებ ან არ იცის მოვლენები მათ მოხდენამდე, რადგან თუკი ეცოდინებოდა მაშინ ის არ იფიქრებდა შინაგანად თუ როგორ მოქცეულიყო ანდა ეცხოვრა რათა ამისათვის მიეღწია, არამედ იფიქრებდა მხოლოდ გარეგნულად, არასაც მიაღწევდა და ასეთი მდგომარეობა კეტავს მისი სულის შნაგანს, რომელშიც იმყოფება მისი სიცოცხლის ყველაზე მთავარი ორი უნარი: თავისუფლება და რაციონალურობა. მომავლის წინასწარ ცოდნის სურვილი ახასიათებს მრავალ ადამიანს, მაგრამ ეს სურვილი საწყისს იღებს ბოროტების სიყვარულიდან; ამიტომაც ის წართმეული აქვთ მათ ვისაც სჯერა ღვთის განგების და მათ მიცემული აქვთ გულდაჯერებულობა, რომ უფალი ამზადებს მათ ხვედრს და შემდეგ მათ არ უნდათ მისი წინასწარ ცოდნა იმის შიშით, რათა არ ჩაერიონ რამენაირად ღვთის განგებაში: ამას უფაი გვარიგებს მრავალ ადგილას (ლუკა 12:14-48). ამაში რომაა ღვთიური განგების კანონი შეიძლება დამტკიცებული იქნეს უამრავი მაგალითით სულიერი სამყაროდან; უმრავლესობას, გარდაცვალების შემდეგ, ამ სამყაროში მისვლისას სურს გაიგოს თავისი ხვედრი, მაგრამ მათ პასუხობენ რომ თუკი ისინი კარგად ცხოვრობდნენ, მაშინ მათ ხვედრი სასუფეველშია, ხოო თუ ცუდად – მაშინ ჯოჯოხეთში. მაგრამ რადგან ყველას ეშინია ჯოჯოხეთის, ბოროტებსაც კი, ამიტომ კითხულობენ ისინი რა უნდა გააკეთონ და რისი სწამდეთ რათა შევიდნენ სასუფეველში; მათ პასუხობენ: “იმოქმედეთ და გწამდეთ, როგორც გინდოდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ არ აკეთებენ სიკეთეს და არ სწამთ ჭეშმარიტების ჯოჯოხეთში და არა სასუფეველში; გაიგეთ ამის იმის შესახებ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, შემდეგ იფიქრეთ სიმართლე და აკეთეთ სიკეთე, თუკი შეგიძლიათ. ” ასეთნაირად წარმოდგენა ყელა სულიერ სამყაროში და როგორც ბუნებრივში ეძლევა საშუალება მოიქცეს თავისუფლად გონების მიხედვით; მაგრამ ვინც როგორც იქცევა ერთში ისევე იქცევა მეორეში, რადგანაც თითოეულთან რჩება მისი ცხოვრება და მისი ხვედრი, იმიტომ რომ ხვედრი ეკუთვნის ცხოვრებას.
ნაბიჯი 93: Why doesn't the Lord allow us to gain a specific knowledge of future events? (continued)
ანგელოზის სიბრძნე ღვთაებრივი ბედისწერის შესახებ # 179
By ემანუელ შვედენბორგი