Steg _9713: Life in heaven does not follow a clock (continued)

     

Studera detta avsnitt

სამოთხე და ჯოჯოხეთი #168

Se bibliografiska uppgifter
Av Emanuel Swedenborg

168. ადამიანებთან საუბრისას ანგელოზები არასოდეს ლაპარაკობენ ადამიანებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი ცნებებით, რომლებიც აღებულია დროიდან, სივრციდან, მატერიალურობიდან და ასე შემდეგა, არამედ სულიერი ცნებების საშუალებით, რომლებიც დამყარებულია მდგომარეობებზე და მატ სხვადასხვა შინაგან ცვლილებებზე.ლ მითუმეტეს როდესაც სულიერი აზრი ანგელოზების ზეშთაგონებით გადმოდის ადამიანზე, ის ელვისებურად და თავისთავად გარდაიქმნება ადამიანებისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ აზრად, რომელიც ზუსტად შეესაბამება სულიერს. ეს რომ ასეთნაირად ხდება ეს არ იცის არც ანგელოზმა და არც ადამიანმა, მაგრამ ასეთია საერთოდ ყველანაირი ზეციური ზეშთაგონება ადამიანზე. ზოგიერთ ანგელოზს მიეცა უფლება ჩემს აზრებთან ჩვეულებრივზე უფრო ახლოს მოსულიყვნენ თითქმის ჩემს ბუნებრივ აზრებამდე, რომელშიც ბევრი რამ იყო დამყარებული დროზე და სივრცეზე; მაგრამ რადგან იქ მათ ვერაფერი გაიგეს, მაშინვე უკუიქცნენ. ამის შემდეგ მე გავიგე მათი საუბრიდან რომ ისინი იყვნენ წყვდიადში. მე მომეცა საშUალება გამეგო თუ სადამდე მიდის ანგელოზების უცოდინარობა დროსთან მიმართებაში: ერთი ზეციური ანგელოზი ისეთი იყო, რომ შეეძლო შესულიყო როგორც სულიერ ასევე ადამიანისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ აზრებში, რის გამოც მე შევძელი მასთან საუბარი როგორც ადამიანთან. თავიდან ის ვერ იგებდა რას ვუწოდებდი მე დროს, ამიტომ მე ავუხსენი მას თუ როგორ შემოუვლის დედამიწა მზეს და აყალიბებს წლებს და დღეებს და ამის შედეგად წლები იყოფა ოთხ დროდ, თვეებად და კვირეებად, ხოლო დღე – ოცდაოთხ საათად და რომ ეს დროები ზუსტად ერთსა და იმავე ვადაში ბრუნდება და ასეთია დროის წარმოქმნა. ამის მოსმენით ის ძალიან გაოცდა და თქვა რომ ეს მან არ იცოდა, არამედ იცოდა მხოლოდ მდგომარეობა. მასთან საუბრისას მე სხვათაშორის ვთქვი რომ დედამიწაზე ცნობილია რომ ზეცაში არ არსებობს დროის განზომილება, თუ რას ამბობენ ამაზე ადამიანები; რომ ისინი გარდაცვლილზე ამბობენ ის ტოვებს ყველაფერს დროებითს ანდა თავისუფლდება დროისაგან და ამის შემდეგ მიემგზავრება წუთისოფლიდან. მე ასევე ვუთხარი რომ ზოგიერთმა ადამიანმა იცის, რომ დრო თავისი საწყისით არის მდგომარეობა, იმიტომ რომ ის მთლიანად დამოკიდებულია იმ სიყვარულის მდგომარეობაზე რომელშიც იმყოფება. ის მოკლეა მათთვის ვინ იმყფებიან სიამოვნებისა და სიყვარულის მდგომარეობაში, ხანგრძლივია მათთვის ვინც უსიამოვნებასა და სევდაშია, და ცვალებადია ადამიანისათვის ვინც იმედისა და ლოდინის მდგომარეობაშია. ამ სწავლის გამო მსჯელობენ იმაზე თუ რა არის დრო და სივრცე, და ზოგიერთმა მათგანმა იცის რომ დრო მხოლოდ ბუნებრივი ადამიანისთვის არსებობს.