Hakbang 160: Determined evil can be controlled only by punishments

     

Pag-aralan ang Sipi na ito

Question to Consider:

What implications do you see in this passage for our judicial system in this world?


სამოთხე და ჯოჯოხეთი # 543

Tingnan ang impormasyong bibliographic
Ni Emanuel Swedenborg

543.ასევე რამოდენიმე სიტყვით ვიტყვი, თუ როგორ განაგებს უფალი ჯოჯოხეთს.ჯოჯოხეთი საერთოდ იმართება ღვთაებრივი სიკეთისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების ერთიანი მოქმედებით, რომელიც სასუფევლიდან მოდის , და რომლითაც ნელდება და კავდება საერთოდ ჯოჯოხეთური ძალა;ამი გარდა კიდევ იმართება თითოეული სასუფევლის და თითოეული ზეციური საზოგადოების განსაკუთრებული ზემოქმედებით.კერძოდ კი ჯოჯოხეთი იმართებაანგელოზების მიერ, რომელთაც ევალებათ ჯოჯოხეთის ზედამხედველობა და მისი ზვიადობის და შფოთვის განელება;ზოგჯერ ანგელოზები სახლდებიან კიდეც იქ და თავიანთი იქ ყოფნით ამშვიდებს მას.მაგრამ საერთოდ ყველანი ჯოჯოხეთში მყოფნი იმართებიან შიშით, რომელიც ზოგიერთში დაბადებიდანაა და აქაც ჩანერგილი აქვთ;მაგრამ რადან ეს შიში საკმარისი არ არის, და თანდათანობით იკარგება, ამიტომაც ისინი იმართებიან დასჯის შიშით;ჯოჯოხეთში სასჯელი მრავალნაირია, ზოგისა ნაკლები, ზოგისა უფრო მძიმე, ჩადენილი ბოროტების მიხედვით.საერთოდ სხვა სულების ზედამხედველად გვევლინებიან ყველაზე ბოროტები, რომლებიც სხვებს აჭარბებენ ვერაგობით და ეშმაკობით, შეუძლიათ დასჯის შიშით შეაკავონ დანარჩენები და ჰყავდეთ მორჩილებაში;მაგრამ თვით უფროსები ვერ ბედავენ მათთვის დაწესებული ზღვარის გადალახვას.საჭიროა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ შეანელონ ძალადობა და რისხვა ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებისა არის დასჯის შიში_სხვა საშუალება არ არსებობს.